კატასტროფა, მძიმე ინფორმაცია კრიშტიანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

23-03-2019, 23:26

გუშინ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ჩაერთო, რომელიც უკრაინის ეროვნულ გუნდს უგოლოდ დაუზავდა.

მასპინძელთა რიგებში მინდორზე სრული, 90 წუთი გაატარა კაპიტანმა, კრისტიანო რონალდომ. თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კი დაზიანება მიიღო.

ტრავმის მიღების მომენტში 34 წლის ფეხბურთელს არავინ შეხებია. როგორც ცნობილია, მან მარცხენა ფეხზე წვივი დაიზიანა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა რონალდო 25 მარტს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ თავისი გუნდის დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ დაზიანების გამო ეროვნულ ნაკრებს ლიონელ მესი უკვე გამოაკლდა და იგი მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში არ ითამაშებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით