გიორგი ლორია:"იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, რომ მოგვეგო"

23-03-2019, 23:27

როგორც იცით UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიასთან (0-2) დათმო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი ლორიამ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"ცხადია, რომ დღევანდელ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ჩვენ კი იმ დონეზე ვითამაშეთ, რომ მოგება ვერ შევძელით.

"რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, ჩვენი შანსი თითოეული გუნდთაან 50-50-ზეა და დანარჩენი კი მომავალში გაირკვევა". - განაცხადა გიორგი ლორიამ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით