ვაისი:"მან იცის თუ რატომ არ ითამაშა"

23-03-2019, 23:35

როგორც იცით UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიასთან (0-2) დათმო.

როგორც იცით აღნიშნულ შეხვედრაში ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვლადიმერ ვაისმა ძირითად 11-ეულში სოლომონ კვერკველიას ნაცვლად, დავით ხოჭოლავა დააყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ვაისმა ამ ფაქტის შესახებ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ დღევანდელ შეხვედრაში მინდოდა  შანსი დავით ხოჭოლავასთვის მიმეცა, რაც შეეხება კვერკველიას, მან ძალიან კარგად იცის თუ რატომ არ ითამაშა". - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით