კოულმენი:"მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ"

24-03-2019, 11:46

როგორც იცით ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები (0-1) დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირლანდიელთა მარჯვენა მცველმა სეიმუს კოულმენმა, პრესასთან საქართველოს ეროვნულ  ნაკრებზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენს მომდევნო მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, სადაც ადგილობრივი გულშემაკტივრების უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

"სიმართლე გითხრთ ამ შეხვედრას მოუთმენლად ველოდები, რაც დრო გადის სანაკრებო დონეზე თამაში გაცილებით რთული ხდება". - განაცხადა ირლანდიელმა მცველმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით