ნიკ მაკარტი:"საქართველოსთან გაცილებით კარგად ვითამაშებთ"

24-03-2019, 12:09

როგორც იცით ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები (0-1) დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკარტიმ პრესასთან საქართველოს ეროვენულ ნაკრებზე კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება სხვა შეხვედრებთან შედარებით სრულიად განსხვავებული იქნება.

"ჩვენ ნაკრებს შემდეგ შეხვედრაში უკეთესი თამაშის ჩვენება მართებს, რადგან საქართველოს ნაკრები ისეთი გუნდი არაა, რომ დაცვაში ჩადგეს.

"დიდი ალბათობით ქართველებმა, ჩვენს შეხვედრას თვალი ადევენს გიბრალტარის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მათ ქართველებთან გაცილებით უკეთ ვითამაშებთ".
- განაცხადა ირლანდიელთა თავკაცმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით