ვაისი: "შევეცდებით უიღბლობის სერია შევწყვიტოთ"

24-03-2019, 13:53

მოგეხსენებათ, 23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისის "დინამო არენაზე" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა  გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა პრესკომფერენციაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ვაისის კომენტარს სრულად:

"რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ, შვეიცარია ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო რომელსაც თბილისში დავუპირისპირდით. პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, ვაკო ყაზაიშვილს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ამ ეტაპზე, ბიჭებზე ცუდი არაფრის თქმა შემიძლია, ყველა მათგანმა ბოლომდე იბრძოლა. შედეგი ნამდვილად ლოგიკურია, მეორე ტაიმში შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო. მეტოქე გუნდის მოთამაშეები ასეთ შეხვედრებს ყოველ სამ დღეში თამაშობენ, ჩვენ კი, წელიწადში მხოლოდ ექვსჯერ. შვეიცარია არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტია".

"ირლანდიაში ქულების მოპოვებას შევეცდებით. მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ყველა მწვრთნელს საკუთარი ფილოსოფია აქვს, აქამდე, ირლანდია 3-5-2 სათამაშო სქემით თამაშობდა, ვნახოთ, თუ შეცვლიან რამეს. ირლანდიელებს დღეს, ჩვენგან განსხვავებით, არც თუ ისე, რთული მატჩი ელით გიბრალტარის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ირლანდიელთა წინააღმდეგ ფიზიკური დატვირთვა დღევანდელი თამაშის მსგავსი იქნება, ამას ემატება ის, რომ ჩვენ სტუმრად ვთამაშობთ და საკმაოდ დიდი მგზავრობა გველის. რა თქმა უნდა, ირლანდია საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ უიღბლო სერია შევწყვიტოთ და გავიმარჯვოთ".

ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მათ შორის იძულებითი ხასიათის. ჯიმი ტაბიძეს ტვინის შერყევა აქვს და ის ჩვენთან ერთად დუბლინში წამოსვლას ვერ შეძლებს. ცვლილებები შესაძლოა ტაქტიკურ სქემაშიც მოხდეს, შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ მინიმუმ 2-3 ცვლილებას განვახორციელებთ", - განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით