ჯაკა: "საქართველო კარდგად ორგანიზებული გუნდია"

24-03-2019, 14:31

მოგეხსენებათ, 23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისის "დინამო არენაზე" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა  გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების შემტევმა  გრანიტ ჯაკამ კომენტარი გააკეთა.

"მოველოდით, რომ მარტივი დაპირისპირება არ გველოდა და მატჩი მართლაც რთული გამოდგა, რადგან საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია".

"ამ შეხვედრაში შეცდომის არ დაშვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა".

"საბოლოოდ, შევძელით გამარჯვება, რაც ძალიან გვახარებს",-განაცხადა შვეიცარიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით