შვეიცარიის მწრთვნელი: "ქართველი გულშემატკივარი დავინდეთ"

24-03-2019, 15:01

მოგეხსენებათ, 23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისის "დინამო არენაზე" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა  გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"სცენარი ისე განვითარდა როგორც მოველოდით. გუნდის თამაში მეტოქეზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ნაკრები ისე არ თამაშობს, როგორც გულშემატკივარს გსურთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ".

"დღეს თქვენი ნაკრების მხრიდან სიურპირიზები არ ყოფილა, თუმცა ვიცით, რომ საქართველო არის ნაკრები, რომელსაც შეუძლია ჯგუფის ფავორიტებს ქულები წაართვას. იმედია, განმეორებით მატჩში ჩვენ არ ვიქნებით ის სუსტი რგოლი, ვინც ქულებს მათთან დაკარგავს".

"სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ვცადეთ ქართველი პუბლიკის დამშვიდება და მშვიდი ფეხბურთი ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი ხარისხი გავაუმჯობესეთ, რაც შედეგზეც აისახა",-განაცხადა პეტკოვიჩმა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით