სიტი ბაიერნისგან ბოდიშს ითხოვს

24-03-2019, 16:50

რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა მანჩესტერ "სიტის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.

"პეპმა მითხრა, თუ რას აკეთებს როდესაც მას რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის შეძენა სურს."

"ის მოთამაშის ვიდეოებს ამონტაჟებს და მიაქვს შეიხთან. ამის შემდგომ შეიხი რწმუნდება რომ ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და საქმეც მოგვარებულია, თანხა უკვე მზადაა ტრანსფერისთვის." - განაცხადა ჰიონესმა.

აღნიშნული განცხადება, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვიათ მანჩესტერში. "სიტის" წარმომადგენელმა მიუნხენური კლუბისგან ოფიციალურად ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"ეს ზედმეტად უხეში განცხადებაა, რომელიც თავის მხრივ რასისტულ შინაარსსაც მოიცავს. მოვითხოვთ, რომ გერმანელებმა საჯარო ბოდიში მოგვიხადონ." - აცხადებს კლუბის წარმომადგენელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით