ვარანმა გაშვება ითხოვა

24-03-2019, 16:56

ევროპული ტაბლოიდები ბოლო დროს აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფა ვარანმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი უკვე შეხვდა "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებს და სთხოვა, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ის გაუშვან.

წყაროს ცნობით, რაფას ნისლიან ალბიონზე სურს წასვლა, კერძოდ კი მანჩესტერ "იუნაიტედში". როგორც ცნობილია, მას ახალი გამოწვევების მიღება სურს.

წინასწარი ცნობით ვარანს ზინედინ ზიდანიც ესაუბრა და მას კიდევ ერთხელ დაფიქრება ურჩია, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შესაბამისად, თავის მომავალზე ზუსტ გადაწყვეტილებას ფრანგი მცველი უახლოეს მომავალში მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით