ოდოის მსურველთა რიგი იზრდება

24-03-2019, 16:59

ლონდონის "ჩელსის" შემტევის, კალუმ ჰადსონ-ოდოის დამატება რომ არაერთ ევროპულ გრანდ სურს, ეს ამბავი არახალია. მის მსურველთა რიგს კი კიდევ ერთი კლუბი შეუერთდა.

ბრიტანული გამოცემა THE Sun-ის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილი მანჩესტერ "იუნაიტედმაც" გამოთქვა.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან ოდოის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის დამატებასთან ზამთარში ძალიან ახლოს იყო მიუნხენის "ბაიერნი". თუმცა, საბოლოოდ ის კლუბმა არ გაუშვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით