შკრინიარის აგენტმა გრანდების ინტერესი დაადასტურა

24-03-2019, 19:42

მილანის "ინტერის" სლოვაკი მცველის, მარტინ შკრინიარის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის დამატება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს.

"მარტინს პროფესიონალური დამოკიდებულება აქვს. თუ მისი დამატება რომელიმე კლუბს სურს, ამისთვის მათ ჩემს გარდა ასევე "ინტერსაც" უნდა მიმართონ."

"ვადასტურებ, რომ შკრინიარის დამატება მადრიდის "რეალს" უნდა. გარდა ამისა, ინტერესი კატალონიის "ბარსელონამ" გამოთქვა."

"როდესაც ის მილანში გადმობარგდა, "ნერაძურიმ" მის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაიხადა. ზუსტად 6 თვეში კი "სიტისგან" 55 მილიონიანი შეთავაზება მიიღო. ახლა თავად განსაჯეთ, რა არის მისი დღევანდელი ღირებულება." - აცხადებს აგენტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით