300 მილიონი მზადაა, "რეალი" ისტორიული ტრანსფერთან ახლოს

24-03-2019, 23:13

როგორც ესპანური სპორტული პრესა იუწყება, მადრიდის "რეალი" მზადაა ზაფხულში ისტორიული ტრანსფერი შეასრულოს და რეკორდული თანხის სანაცვლოდ კილიან მბაპე გადაიბიროს.

"პარი სენ-ჟერმენი" მბაპეს 300 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, ხოლო "სამეფო კლუბი" უკვე იწყებს თანხების მობილიზებას აღნიშნული გარიგებისთვის.

ზინედინ ზიდანი ზაფხულში ახალი გუნდის აშენებას სწორედ მბაპეზე დაყრდნობით დაიწყებს, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენს" "მონაკოდან" მბაპეს ტრანსფერი დაახლოებით 180 მილიონი ევრო დაუჯდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით