რა ღირს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთები

24-03-2019, 23:35

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ჯერ კიდევ ორ თვეზე მეტია დარჩენილი, თუმცა, UEFA-მ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

მოგეხსენებათ, მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება, რომელიც 63'500 ადამიანს იტევს. ბილეთები კი შემდეგნაირად გადანაწილდა.

გასულ კვირაში ოფიციალურ საიტზე 4000 ბილეთი იყო გამოტანილი გასაყიდად. მსურველთა რეგისტრაცია კი 14-დან 21 მარტამდე მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, 34000 ბილეთი ფინალში მონაწილე გუნდების გულშემატკივრებს თანაბრად გადაუნაწილდებათ. დანარჩენ რაოდენობას კი UEFA თავად გაანაწილებს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პირებზე.

ბილეთები ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი, ფასების მიხედვით. პირველი კატეგორიის ბილეთი 600 ევრო ღირს, მეორე კატეგორიის - 450, მესამე - 180, ხოლო მეოთხე კი - 70.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით