BBC შოკშია, როგორ იხსნა ჯანო ანანიძემ შვეიცარიელი ფეხბურთელის სიცოცხლე

24-03-2019, 23:41

გუშინ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმის 24-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლის დროს ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე მეტოქეს თავით მძიმედ დაეჯახა, ეს უკანასკნელი მინდორზე უგონოდ დაეცა.

ფეხბურთელის წაქცევის შემდგომ სიტუაციაში მალევე გაერკვა ჯანო ანანიძე და ის შარს სასწრაფოდ მივარდა, რათა ენა დაეჭირა. აღნიშნული ინციდენტი არ გამოჰპარვიათ ინგლისურ პრესაში და The SUN-მა ქართველ ნახევარმცველს გმირის სტატუსიც კი მიანიჭა.

"ეპიზოდიდან არაფერი მახსოვს. საშინელება იყო. რამდენიმე წამით მთელი ორგანიზმი გამეთიშა." - აცხადებს შარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით