კინი: "რონალდო ჩემი მასწავლებელია"

25-03-2019, 10:36

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა მოისე კინმა ფინეთთან დაპირისპირების შემდეგ Rai Sport-თან ისაუბრა.

"ჩემთვის პრიორიტეტი საკუთარი თავის განვითარებაა. ვცდილობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და ნებისმიერი მომენტისთვის მზად ვიყო.

რონალდუ? - ის საოცარი პიროვნებაა. შეუძლებელია მასთან ერთად ივარჯიშო და უამრავი რამ არ ისწავლო. ის ჩემთვის მისაბაძი მოთამაშეა" - განაცხადა კინმა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით