რიკარდო როდრიგესი შესაძლოა გერმანიაში დაბრუნდეს

25-03-2019, 15:02

როგორც იტალიური გამოცემა "Calciomercato" იტყობინება, დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდება 26 წლის შვეიცარიელით და მის თამაშს აქტიურად აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ "შავ-ყვითლები" "ვოლფსბურგის" ყოფილი ვარსკვლავით წინა ზაფხულსაც ინტერესდებოდნენ, მაგრამ "როსონერის" არ სურდა მისი გასხვისება. ამ ჯერად, დორტმუნდული გუნდის სპორტული დირექტორი, მიხაილ ცორკი, არ აპირებს უკან დახევას და ყველანაირად შეეცდება შვეიცარიელის გადაბირებას. 

თავის მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით, "როსონერიც" არ არის უმოქმედოდ. რიკარდოს კონტრაქტი 2021 წელს იწურება. "შავ-წითლები" კი უკვე გეგმავენ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.

უნდა ითქვას, რომ რიკარდო როდრიგესმა ისეთი კვალი დატოვა გერმანიაში თამაშისას, რომ მისი შეძენა ასევე "შალკესაც" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით