შვეიცარიელი ფეხბურთელი: "საშინელება იყო, არაფერი მახსოვს"

25-03-2019, 11:03

23 მარტს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმის 24-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლის დროს ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე მეტოქეს თავით მძიმედ დაეჯახა, ეს უკანასკნელი მინდორზე უგონოდ დაეცა.

შემდეგ ჯანო ანანიძემ იყოჩაღა, რომელიც მეტოქესთან პირველი მივიდა და დახმარება გაუწია, მერე საქმეში მედიკოსებიც ჩაერთვნენ. შარის განცხადებით, ეს საშინელი მომენტი იყო.

"ალბათ საშინელი სანახაობა იყო, მაგრამ მე არაფერი მახსოვს".

"რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი. კისერი ახლაც მტკივა და შუბლზე სისხლჩაქცევა მაქვს, მაგრამ ეს ღირდა", - განუცხადა შვეიცარიელმა გამოცემა Blick-ს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ეპიზოდში დაზიანება ტაბიძემაც მიიღო და მეორე ტაიმში თამაში ვეღარ გააგრძელა. როგორც გაირკვა, ქართველ ფეხბურთელს ტვინის შერყევა აღენიშნება და ამიტომ, გუნდს ირლანდიაში საერთოდ ვერ გაჰყვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით