პაკეტა: " მსოფლიოში საუკეთესო სწორედ ეს ბრაზილიელი იყო"

25-03-2019, 14:18

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ მედიის წარმომადგენლებთან  რიკარდო კაკას შესახებ ისაუბრა.


"კაკა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან თავისი კვალი დატოვა და მეც მსურს მისნაირად თამაში შევძლო, მაგრამ ჩემს გზას მივყვები".

"მილანთან" ერთად მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა და საოცარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო დიდ მოტივაციას გვაძლევს", - აღნიშნა 21 წლის ბრაზილიელმა.

მოგახსენებთ, ლუკას პაკეტა "მილანში" ოფიციალურად იანვარში გადავიდა. მან "როსონერის" მაისურით 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით