ჯანო ანანიძე:"მადლობის წერილებს მწერენ"

25-03-2019, 17:47

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ჯანო ანანიძემ პრესასთან საუბრისას ფაბიან შეირს ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ისეთი არაფერი მომხდარა, თუმცა შემდეგ დავინახე, რომ  ტაბიძე და შერი ერთმანეთს თავებით შეასკდნენ.

"ორივენი მოედანზე დაეცნენ, თუმცა დავინახე, რომ ჩემი თანაგუნდელი გონებაზე იყო, ხოლო შვეცარიელი კი არ ინძრეოდა,რაც შეიძლეობდა მალე მივარდი მასთან და თითები პირში ჩავუყავი, რათა ენა არ გადაეყლაპა, ამის შემდეგ მოედანზე ექიმებიც შემოვარდნენ.

"ალბათ ყველას ახსოვს ის თუ როგორ გადაარჩინა ჯაბა კანკავამ კიევის "დინამოს" ფეხბურთელი.

"მართალია ჩვენ მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ ყველა ადამიანია და უნდა იფიქრო, რომ შენც არ ხარ ასეთი რამისგან დაზღვეული.

"უამრავ მადლობის წერილებს ვიღებ მათ შორის ინგლისიდანაც სადაც ფაბიან შერი ასპარეზობს, თუმცა მგოინა, რომ  განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. არ მსურს ამაზე ბევრი ლაპარაკი".- განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით