ერერა "პსჟს" ინტერესს ადასტურებს

25-03-2019, 23:27

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალ ზაფხულში "პსჟ" ანდერ ერერას დამატებას ეცდება.

პარიზელთა ინტერესი თავად ესპანელმა ნახევარმცველმაც დაადასტურა.

"როდესაც კონტრაქტში მხოლოდ სამი თვე გაქვს დარჩენილი, ლოგიკურია, რომ გუნდები შენს მიმართ ინტერესს იჩენენ."

"ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, თუმცა, არ ვიცი რა იქნება მომდევნო თვეებში."

"არ გამოვრიცხავ, რომ კარიერა საფრანგეთში გავაგრძელო. ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი." - აცხადებს ერერა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით