ჟოზე მოურინიო: "ინგლისური გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ მოხვდება !"

25-03-2019, 23:55

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს:

"ჩემთვის ევროპული ტურნირის ჩემპიონობის კანდიდატები, ტურინის "იუვენტუსი" და კატალონიის "ბარსელონა" არიან, ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ, რამაც ნებისმიერი ინგლისური გუნდის ფინალში გასვლის შანსები, კიდევ უფრო შეამცირა."

"რა თქმა უნდა პრემიერ ლიგა თანდათანობით ძლიერდება და ძველ დიდებას იბრუნებს, თუმცა წამყვან გრანდებთან საბრძოლველად, მათ ჯერ კიდევ გარკვეული დრო სჭირდებათ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მანჩესტერული გრანდისა და "ბლაუგრანას" 1/4 ფინალური ეტაპის დაპირისპირება, 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით