მესი: "რონალდოსთან მაშინდელი საუბარი ბევრ რამეში დამეხმარა"

26-03-2019, 00:07

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფორვარდმა, ლეო მესიმ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე კრისტიანო რონალდოსთან საუბარი გაიხსენა.

"2014 წელს მე და კრისტიანო ერთმანეთს ციურიხში შევხვდით."

"მაშინ ერთმანეთში საკმაოდ ვრცელი საუბარი გვქონდა. მითხრა, რომ ერთმანეთს ვაძლიერებდით და ჩვენი წარმატების საიდუმლო სწორედ ეს კონკურენცია იყო."

"მაშინდელი დიალოგი ახლაც კარგად მახსოვს. ეს საუბარი ბევრ რამეში დამეხმარა." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით