იტალიაში, ქალთა ფეხბურთის რეკორდი დამყარდა !

26-03-2019, 00:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, გასულ კვირას, იტალიაში, ქალთა ფეხბურთის მატჩზე დამსწრეთა რეკორდი დამყარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსისა" და "ფიორენტინას" დაპირისპირებას, 39 027 გულშემატკივარი ადევნებდა თვალყურს, რითაც აქამდე არსებული მაჩვენებელი, (14 000) თითქმის 3-ჯერ გაუმჯობესდა.

მანდილოსნების ორთაბრძოლები ძირითადად სავარჯიშო დაწესებულებებზე იმართება ხოლმე, თუმცა მარტის სანაკრებო შესვენების გამო, შერკინება "ალიანც სტადიონზე" ჩატარდა, რამაც გულშემატკივართა რაოდენობაზე, ცხადია გავლენა იქონია.

შეგახსენებთ, რომ ქალთა მატჩების პოპულარულობა ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა, 18 მარტს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრას, 60 739 მაყურებელი ესწრებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით