ჟოზე მოურინიო: "კილიან მბაპეს შეძენა, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია"

26-03-2019, 12:08

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"იმას არ ვამბობ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, უბრალოდ კილიანის ღირებულება, მისი ასაკის, შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამო, ძალიან მაღალია, რის გამოც სხვა კლუბების მხრიდან ტრანსფერზე ფიქრი, პრაქტიკულად შეუძლებელია."

"მსურს ნებისმიერს წარმატება ვუსურვო ვინც ამ რთული საქმის განხორციელებას მოინდომებს, მაგრამ ჩემი აზრით, "პსჟ", მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელის გაშვებას, უახლოესს მომავალში არ აპირებს."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის შემტევის გადაბირებით, ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, რომელიც მზადაა ფრანგში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით