კატასტროფა "იუვენტუსისთვის", რონალდომ მძიმე დაზიანება მიიღო

26-03-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ტრავმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის შემტევმა, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული დაპირისპირებისას, ბარძაყი დაიზინა, რის გამოც მოედანი ნაადრევად, მატჩის 31-ე წუთზე დატოვა.

რონალდუს მიერ გამოტოვებული დრო, ახლა მთლიანად ტრავმის სერიოზულობაზეა დამოკიდებული, რომელსაც მომავალ რამდენიმე დღეში, ტურინელთა სამედიცინო შტაბი გაარკვევს.

სავარაუდოდ, პორტუგალიელი მინიმუმ 2 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული იტალიური გრანდი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, ამსტერდამის "აიაქსს", 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით