კრიშტიანუ რონალდუ:"ჩემს სხეულს შესანიშნავად ვიცნობ"

26-03-2019, 12:04

როგორც იცით გუშინ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ (1-1) დასრულდა.

პორტუგალიელთა სამწუხაროდ შეხვედრის 30-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ დაშავდა, რის გამოც მას მოედნიდან გასვკა მოუწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა  ბარძაყის უკანა კუნთი დაიჭიმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ პრესასთან საკუთარი დაზიანების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემს ჩემს სხეულს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ვარაუდით ერთ ან ორ კვირაში მოედანზე აუცილებალდ დავბრუნდები. სანერვიულო არაფერია". - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით