"ბარსელონა" და "იუნაიტედი" ხმაურიან გაცვლას გეგმავენ

26-03-2019, 18:14

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისურმა და ესპანურმა გრანდებმა შესაძლოა ხმაურიანი გაცვლა განახორციელონ.

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა ზაფხულში სამუელ უმტიტი გაყიდოს. მოგეხსენებათ, ფრანგი მცველი საკმაოდ ბევრს ტრავმიანობს, კლუბს კი სტაბილური ფეხბურთელი სჭირდება.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" რადარზე ლუის სუარესის შემცვლელად მარკუს რაშფორდი გამოჩნდა. შესაბამისად, ესპანელები "მანჩესტერს" ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, სწორედ უმტიტის შესთავაზებენ

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ახლოს არის მატიას დე ლიხტის შეძენასთან. ამ შემთხვევაში კი გუნდს აუცილებლად დატოვებს ფრანგი მცველი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით