იგუაინი იტალიაში ბრუნდება

26-03-2019, 17:17

როგორც გავლენიანი გამოცემა Corriere della Sera იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური თავდამსხმელი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და "რომას" შეუერთდეს.

წყაროს ცნობით, ზაფხულში დიდი ალბათობით "რომას" ედინ ჯეკო დატოვებს და მის ადგილზე, სწორედ 31 წლის არგენტინელი ფორვარდი მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი ტურინის "იუვენტუსის" საკუთრებაა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, იგი იჯარის წესით "მილანში" გადავიდა, თუმცა, 6 თვის შემდეგ გუნდი დატოვეა და "ჩელსის" შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით