ინძაგი: "გატუზომ "მილანს" სწორი გზა უჩვენა"

26-03-2019, 17:49

იტალიური "მილანის" ლეგენდამ ფილიპო ინძაგიმ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობისა და ჯენარო გატუზოს შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ვიცი როგორ თავდაუზოგავად მუშაობს რინო. მან გუნდი სწორ გზაზე დააყენა, თუმცა წარმატების მიღწევას დრო სჭირდება".

"ჩემი მეგობრები კარგად მუშაობენ - გატუზო კომპეტენციით და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარით, ხოლო ლეონარდო და მალდინი მომავლის იდეებით. "მილანს" წარმატებისთვის ყველაფერი აქვს".

"ახალმა ხელმძღვანელობამ გუნდში დიდი ინვესტიცია განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავლის პროექტი არსებობს. ვფიქრობ, რინო იგივეს იზავს "მილანში", რაც კონტემ "იუვენტუსში" გააკეთა", - აღნიშნა ფილიპი ინძაგიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით