"იუვენტუსი" კრიშტიანუ რონალდუს ტრავმაზე განცხადებას ავრცელებს !

26-03-2019, 22:58

ტურინის "იუვენტუსი", კლუბის პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ტრავმის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"მან კვლევები სამშობლოშივე გაიარა ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, რითაც დადასტურდა, რომ მისი დაზიანება, სერიოზული არაა."

"კრიშტიანუს დისკომფორტი მარჯვენა ბარძაყში აღენიშნება, თუმცა ეს კუნთის მარტივი დაჭიმულობაა, რომლისთვისაც რეაბილიტაციის პროცესი, მხოლოდ რამდენიმე დღეს შეადგენს."

შეგახსენებთ, რომ 34 წლის შემტევმა, ტრავმა 25 მარტს, სერბეთის წინააღმდეგ გამართულ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მიიღო, რის გამოც მან მოედანი, ნაადრევად, დაპირისპირების 31-ე წუთზე დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით