პოლ პოგბა მადრიდის "რეალში" ტრანსფერს ითხოვს ?!

26-03-2019, 23:17

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მადრიდის "რეალში" გადაბარგება მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მოთამაშემ, ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უკვე განაცხადა და სამომავლო კლუბებზეც დაიწყო ფიქრი.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსთან" ერთად, პოგბას სავარაუდო სამყოფელი შესაძლოა ტურინის "იუვენტუსი" აღმოჩნდეს, რომელმაც ბოლო დროს, მისი დაბრუნების სურვილი გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში, ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, სამეფო გუნდში ტრანსფერს, ნებისმიერისთვის საოცნებო რამ უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით