ვიქტორ ლინდელოფი: "მოხარული ვიქნები თუ მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი იქნება"

26-03-2019, 23:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" შვედი ცენტრალური მცველი, ვიქტორ ლინდელოფი, კლუბის ნორვეგიელ მთავარ მწვრთნელზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე საუბრობს:

"მოხარული ვიქნები თუ მომავალ სეზონში ჩვენი თავკაცის პოზიციას, სწორედ ოლე დაიკავებს. შეუძლებელია მისმა მიღწევებმა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ იქონიონ."

"სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ გუნდში ყველაფერი შეიცვალა, თამაშის ხალისი და მოგების სურვილი დაგვიბრუნდა, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი არჩევანის გაკეთება, ფეხბურთელის მოვალეობაა არაა."

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის უკანასკნელ დაპირისპირებაში, მანჩესტერულმა გრანდმა, ნორვეგიელის ხელმძღვანელობით პირველი მარცხი იგემა ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, რომელთანაც შეხვედრა, ანგარიშით 2:0 დათმო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით