"ინტერი" და "მილანი" "სან სიროს" დანგრევას გეგმავენ ?!

26-03-2019, 23:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "ინტერი" და "მილანი", მათი ამჟამინდელი სტადიონის, "სან სიროს" დანგრევას გეგმავენ.

გთავაზობთ კლუბების ხელმძღვანელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას:

"თანამედროვე ფეხბურთში სტადიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რის გამოც ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გულშემატკივრებისთვის მატჩებზე დასწრება, რაც შეიძლება კომფორტული გახდეს."

"პროექტის მიხედვით, მალე ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყება, ხოლო დროთა განმავლობაში, "სან სიროს" დემონტაჟი მოხდება, ამ გადაწყვეტილების შესახებ, რამდენიმე კვირაში, მილანის მერსაც გავესაუბრებით."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული "ჯუზეპე მეაცა", 1926 წელს გაიხსნა, მას გარკვეული რენოვაციები 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც ჩაუტარდა, თუმცა უმეტესწილად გარეგნული იერსახე, იგივე დარჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით