"UEFA" ჩემპიონთა ლიგის ბილეთების მაქსიმალური ფასის განსაზღვრას გეგმავს !

27-03-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი", ჩემპიონთა ლიგისთვის, გასაყიდი ბილეთების მაქსიმალური ფასის განსაზღვრას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება, მეტწილად კატალონიის "ბარსელონამ" განაპირობა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის, "კამპ ნოუზე" ბილეთის ღირებულება, 120 ევრო გახადა.

მსგავსი ინციდენტი აქამდე მხოლოდ ფინალებში ხდებოდა, როდესაც მოედანზე დასწრების უფლება, 120 ევროს ან მეტს შეადგენდა, რა თქმა უნდა ინგლისურმა გრანდმაც მოინდომა სამაგიეროს გადახდა და იგივე მდგომარეობა, "ბლაუგრანას" მაყურებელსაც შეუქმნა, ამ გზით მიღებული თანხით კი ისინი მანჩესტერელთა კატალონიაში მგზავრობას დააფინანსებენ.

შეგახსენებთ, რომ "UEFA-ს" მიხედვით, შესაძლოა ეს მაქსიმალური ზღვარი გუნდებისთვის, 30 ევრო აღმოჩნდეს, რაც განსაკუთრებით ევროპის წამყვანი კლუბების შემოსავლებისთვის, დიდი დარტყმა იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით