"სიტის" ერთ-ერთი პრეზიდენტი გარდაიცვალა

27-03-2019, 02:06

მანჩესტერ "სიტის" ოფიციალურმა საიტმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

კლუბის სამუდამო პრეზიდენტი, ბერნარდ ჰალფორდი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰალფორდი 40 წლის მანძილზე მუშაობდა "სიტიში", მდივნის თანამდებობაზე და კლუბის ტრანსფერების უმეტესობა სწორედ მისი მეშვეობით წყდებოდა.

იგი სამსახურიდან გასულ წელს, ავადმყოფობის გამო წავიდა, რის შემდეგაც იგი სამუდამო პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნეს. სულ ცოტა ხნის წინ კი "ქალაქელთა" ოფიციალურმა საიტმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით