ვლადიმერ ვაისი:"ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა"

27-03-2019, 12:07

როგორც იცით გუშინ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართა , რომელშიც ირლანდიამ საქართველოს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.

„სანამ დავიწყებ მინდა ირლანდიის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო,ირლანდიელება შეხვედრის პირველ ნახევარში მაღალ ტემპიანი თამაში შემოგვთავაზეს, რაშიც ჩვენც ავყევით.

"რაც შეეხება ჩვენს კარში გატანილ გოლს,ცხადია ჰორიჰანმა შესანიშნავი დარტყმა შესარულა, თუმცა მგონია, რომ ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა. ჩვენ ორივე ნახევირს ბოლოს ძალიან კარგი შანსი გვქონდა,თუმცა ამის გამოყენება ვერ შევძელით.

"ჩვენ საწყისი ორივე შეხვედრა დავთმეთ,თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს რათა საწადელს მივაღწიოთ.

"უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც,რომ ირლანდიელი ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგაში და ჩემპიონშიპში ასპარეზობენ, ხოლო ჩვენი მოთამაშეები კი არც თუ ისე მაღალი დონის ჩემპიონატში გამოდიან.

"ჩაჯვეტაძის არყოფნამ აშკარად იმოქმედა ჩვენზე, გიორგის ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს". - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით