ენდი კოული: "მანჩესტერ იუნაიტედის" ადგილას, ოლე გუნარ სოლსკიაერს, მომავალი რამდენიმე სეზონისთვის კონტრაქტს, დაუფიქრებლად შევთავაზებდი"

27-03-2019, 20:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული თავდამსხმელი, ინგლისელი ენდი კოული, კლუბის ნორვეგიელ თავკაცზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე საუბრობს:

"ადმინისტრაციის ადგილას რომ ვიყო, ახლა ოლეს მომავალი რამდენიმე სეზონისთვის კონტრაქტს, დაუფიქრებლად შევთავაზებდი."

"ყველამ კარგად იცის თუ გუნდი მის მოსვლამდე რა მდგომარეობაში იყო, 1/4 ფინალებში ყოფნა და ზოგადად 4-ეულში შესვლა, ოპტიმისტ გულშემატკივრებსაც კი შეუძლებლად მიაჩნდათ."

"გამორიცხულია სოლსკიაერის მიღწევებმა და დამსახურებებმა, დირექტორთა საბჭოს არჩევანზე გავლენა არ იქონიონ."

შეგახსენებთ, რომ 46 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მანჩესტერულმა გრანდმა, დეკემბრის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით