კოშტა: "პაკეტა კაკა არ არის"

27-03-2019, 23:54

იტალიური "მილანის" ლეგენდარულმა პორტუგალიაელმა შემტევმა რუი კოშტამლუკას პაკეტასა და კრშიშტოპ პიონტეკის შესახებ ისაუბრა.

"პაკეტასა და მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობ. მინდოდა, ის "ბენფიკაში" გადმომეყვანა, მაგრამ მისი ფასი პორტუგალიური გუნდისთვის ძვირი იყო. მას აქვს ყველაფერი, რათა განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს".
 
"მას კაკას ადარებენ, მაგრამ კაკა ერთი იყო და განუმეორებელი".

"პიონტეკი? ის შევჩენკო არ არის, მაგრამ "მილანს" მისი შეძენა დაეტყო. მან "როსონერის" შეტევა უფრო სახიფათო, მრავალფეროვანი და დამაჯერებელი გახადა. პიონტეკი მეტოქე გუნდის მცველებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს", - გციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით