პატრიკ ვიეირა: "ლონდონის "არსენალი", სესკ ფაბრეგასის გამო დავტოვე"

27-03-2019, 21:44

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი, პატრიკ ვიეირა, "მეთოფეთა" რიგების დატოვების მიზეზზე საუბრობს:

"ნიცასა" და "მონაკოს" შორის გამართული დაპირისპირების შემდეგ, სესკს, კლუბის პრეზიდენტთან ერთად შევხვდი და ვუთხარი, რომ ფაბრეგასი იყო სწორედ ის მოთამაშე, რომლის გამოც თავის დროზე კლუბის დატოვება მომიწია."

"ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, განსაკუთრებით კარიერის საწყისს ეტაპზე, განვითარებისთვის დიდი დრო სჭირდებოდა, ჩემი იქ ყოფნა კი მის პროგრესს შეაფერხებდა, ამიტომაც 2005 წელს, "არსენალიდან" წასვლის გადაწყვეტილება მივიღე."

შეგახსენებთ, რომ 42 წლის სპეციალისტი, ამჟამად სწორედ ზემოთ ხსენებული "ნიცას" თავკაცის პოზიციას იკავებს, ხოლო 31 წლის ფაბრეგასი, მიმდინარე სეზონის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ჩელსიდან", ფრანგული "მონაკოს" რიგებში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით