ოსპინა "ნაპოლის" მეორე მეკარეობით კმაყოფილია

28-03-2019, 01:00

"ნაპოლის" კოლუმბიელი კიპერის, დავიდ ოსპინას მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

"დავიდი ამ გუნდში ძალიან კმაყოფილია, როგორც გარემოთი, ასევე თავისი როლით. ის მომდევნო სეზონშიც ნეაპოლში დარჩენას გეგმავს."

"სათადარიგოთა სკამზე ყოფნას არაფერს ნიშნავს. ის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს." - აცხადებს ოსპინას მამა.

შეგახსენებთ, რომ ალექს მერეტის დაბრუნების შემდეგ კოლუმბიელმა "ნაპოლის" ძირითად გუნდში ადგილი დაკარგა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით