ვან დერ საარი "აიაქსის" წარმატებაში დარწმუნებულია

28-03-2019, 01:04

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად კი "აიაქსისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება მიიჩნევა.

ამსტერდამული კლუბის ლეგენდარული მეკარის, ედვინ ვან დერ საარის განცხადებით, ის დარწმუნებულია თავისი ყოფილი გუნდის წარმატებაში.

"რეალის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ვითამაშეთ და აქ მოხვედრა დავიმსახურეთ. ვფიქრობ, "იუვენტუსთან" დაპირისპირებაში შესანიშნავი მატჩები გველოდება."

"გუნდი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. ჩემი აზრით, "აიაქსს" ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შემდგომ ეტაპზე გავიდეს." - აცხადებს ვან დერ საარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით