"პარი სენ-ჟერმენი" მბაპეს ზღაპრულ კონტრაქტს უმზადებს

28-03-2019, 12:33

სულ ცოტახნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" კილიან მბაპეს შენარჩუნებაზე სერიოზული მუშაობა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გუნდი ახალგაზრდა ფრანგს ზღაპრულ ხელშეკრულებას უმზადებს.

როგორც ცნობილია, კლუბის პრეზიდენტი მზადაა, კილიან მბაპეს წელიწადში 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.

თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია გადაწყვეტს თუ არა ახალგაზრდა ვარსკვლავი პარიზულ კლუბში დარჩენას.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზინედინ ზიდანს "სამეფო კლუბში" დაბრუნების შემდეგ, მბაპე მისი ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნეა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით