ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ჩემი მთავარი მიზანი, პრემიერ ლიგის მოგებაა"

28-03-2019, 22:58

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ინგლისურ გრანდში მის გეგმებზე საუბრობს:

"ახლა ის უნდა გავაკეთოთ, რაც 10 წლის წინ, სერ ალექს ფერგიუსონის დროს, "იუნაიტედს" უკვე "მობეზრებული" ჰქონდა და ეს პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებაა."

"დაცდა გულშემატკივრებს აღარ შეუძლიათ, მართალია წამყვან გუნდებთან ჩამორჩენა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებით, მომავალი სეზონისთვის ჩვენს უმთავრეს მიზნად, ინგლისის ჩემპიონობა ვაქციოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 46 წლის სპეციალისტმა, სულ ცოტა ხნის წინ, მანჩესტერულ გრანდთან ერთად, ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის კლუბის რიგებში, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში დარჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით