გარეთ საუთგეიტი: "ინგლისის ნაკრების თითოეული მოთამაშე, ქვეყნის ახალგაზრდობისთვის მისაბაძი და სამაგალითო ადამიანია"

28-03-2019, 23:09

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი, მის მოთამაშეებზე საუბრობს:

"ეს ციკლი არასდროს დასრულდება, ჩვენს რიგებში მყოფი თითოეული ფეხბურთელი, ახლა ქვეყნის ახალგაზრდობისთვის მისაძაბი და სამაგალითო ადამიანია."

"ყველა ბავშვი, რომელიც თამაშითაა გატაცებული, სცდილობს ჰარი კეინის, რაჰიმ სტერლინგის და მარკუს რაშფორდის მოძრაობები გაიმეოროს."

"ამჟამინდელი ვარსკვლავებისთვის ეს უდიდესი მიღწევაა, მათ მოსახლეობაზე სოციალური მედიის განვითარების გამო, საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ, რასაც ჯერ-ჯერობით, შესანიშნავად იყენებენ."

შეგახსენებთ, რომ ინგლისელებმა მარტის სანაკრებო შესვენების დროს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ 2 შეხვედრაში, 10 გოლის გატანა და 6 ქულის მოპოვება მოახერხეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით