რა სჭირს რეალურად ჩაკვეტაძეს, ბოლო ცნობა ქართველის ტრავმის შესახებ

28-03-2019, 23:54

როგორც იცით, მარტის სანაკრებო შესვენებისას, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ 2 შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს, ამომავალი ვარსკლავის, გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე მოუწია ასპარეზობა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

19 წლის შემტევი ბოლოს მოედანზე, "გენტის" მაისურით, გასული წლის დეკემბერში, ისიც მხოლოდ 23 წუთით გამოვიდა, ამიტომაც მოჭარებებული კითხვების გამო, მედიაში განცხადება მისმა აგენტმა, ლაშა ჯაკობიამ გაავრცელა:

"მან 6 კვირიანი რეაბილიტაციის პროცესი, საბედნიეროდ წარმატებით დაასრულა, რის გამოც თანდათანობით, მას გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიებშიც ვიხილათ, მოედანზე დაბრუნება კი მთლიანად გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა დამოკიდებული."

"გიორგის შესანიშნავი პირობები აქვს, კლუბი და ჩვენ, მისი წარმომადგენლები, ბოლომდე მობილიზირებულები ვართ, რათა ტრავმა არ გაუარესდეს, რა თქმა უნდა ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი ნამდვილად არის სხვადასხვა კლუბებიდან, თუმცა ახლა უმთავრესი, მოთამაშის მდგომარეობაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ბელგიურმა გუნდმა, ჩემპიონატის ცხრილში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ, მომავალი სეზონის ევროპის ლიგის საგზური, თითქმის უკვე გაინაღდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით