ნეიმარ ჟუნიორი: "არ ვიცი პელეს შემდეგ საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინაა"

29-03-2019, 12:16

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარ ჟუნიორი, მისი და საფეხბურთო ლეგენდის, პელეს შედარებაზე საუბრობს:

"ამ დონემდე მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, პელეს შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მაისურით, უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოვიდა და თითოეულმა მათგანმა ნაკრების ისტორიას არაერთი ტიტული შემატა, რითაც საკუთარი სახელი, სამუდამოდ უკვდავყო."

"ამიტომაც არ ვიცი ზემოთ ხსენებული ფენომენის შემდეგ, ვარ თუ არა საუკეთესო ბრაზილიელი, ჯერ კიდევ დიდი მიზნები მაქვს, რის გამოც ამ კითხვაზე პასუხს, სანამ კარიერას არ დავასრულებ, იქამდე ვერ გაგცემთ."

შეგახსენებთ, რომ ამავე ინტერვიუში, 27 წლის შემტევმა, მისი ფავორიტი მოთამაშეც დაასახელა, რომელსაც ბავშვობიდანვე ქომაგობდა და ეს მადრიდის "რეალისა" და იტალიური "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი, რობინიო აღმოჩნდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით