სოლსკიაერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწრთვნელების რეიტინგში მესამეა

29-03-2019, 11:53

როგორც გავლენიანი გამოცემა The Sun-ი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი კლუბთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი გახდა პრემიერლიგაში.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელი სპეციალისტის წლიური ხელფასი 8,7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მესამე მაჩვენებელია პრემიერლიგაში. მასზე მეტი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელს პეპ გვარდიოლას (17,5 მილიონი ევრო) და "ტოტენჰემის" მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს (10 მილიონი) აქვთ.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედში" სოლსკიაერის წინამორბედის, ჟოზე მოურინიუს ანაზღაურება წელიწადში 17, 5 მილიონ ევროს შეადგენდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით