ანჩელოტი: "მას არსად გავუშვებ"

29-03-2019, 14:49

იტალიური "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს  განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ დატოვებენ.

"გუნდის პოლიტიკას სრულებით ვიზიარებ. "ნაპოლი" ტოპ-დონის კლუბია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ევრო ვუხადოთ".

"მიუხედავად ამისა, კულიბალი გუნდიდან არ წავა, სხვა ვარსკვლავებიც რჩებიან, რადგან "ნაპოლი" ფეხბურთელების გაყიდვაზე ორიენტირებული არ არის", - ანჩელოტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით