"მილანის" პრეზიდენტმა ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ დაადასტურა

29-03-2019, 17:09

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორ მილანურ გრანდს, "მილანსა" და "ინტერს" ერთი სტადიონი აღარ ექნებათ და მალე ქალაქში ახალ სტადიონს ააშენებენ.

აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ დაადასტურა.

"დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მისაღწევად დიდი ფინანსების ჩადებაა საჭირო. საქმე არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ სხვა დეტალებსაც ეხება."

"სან სირო ორივე კლუბისთვის საკერპო სტადიონია. მისი დატოვება გაგვიჭირდება, თუმცა, ქალაქს ახალი, თანამედროვე სტადიონი სჭირდება." - აცხადებს სკარონი.

შეგახსენებთ, რომ "სან სირო", იგივე ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი 1924 წელს აშენდა და ეს ორივე მილანური გუნდისთვის საშინაო არენად ითვლება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით